მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვაშინგტონი საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

ვაშინგტონი საქართველოს, საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება თეთრი სახლის პრესსამდივნომ გამოაქვეყნა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტი ობამა და აშშ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას გააგრძელებს.

„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ დასტურდება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულება, რაც ორგზანიზებული არჩევნების ჩატარებით და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემაში გამოიხატება. საქართველომ დემოკრატიის გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანამ, საქართველოს პრეზიდენტმა, კოალიცია „ქართული ოცნების' ლიდერმა და პარლამენტმა ერთად იმუშაონ და ეროვნული ერთიანობა შეინარჩუნონ',- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები