მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ეწვევიან

თინათინ ხიდაშელი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმმა, ქვეყნის წინაშე არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე, დაგეგმილ რეფორმებზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლო მოდელებზე და გამოსავალზე კონსტიტუციურ გამოწვევებთან მიმართებაში. ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გარდამავალ სისხლის სამართლის პლიტიკა, სასამართლო სისტემა, პროკურატურის როლი და საარჩეევნო რეფრომა იყო.. პრალამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარის განცხადებით შეხვედრები ძალიან პროდუქტიული იყო და შეთანხმდნენ აქტურ და ქმედით თანამშრომლობაზე. თინათინ ხიდაშელის განცხადებით ხელისუფლების ცვლილების ამ ადრეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისია სრულად იყოს ჩართული პროცესებში და საქართველომ მიიღოს სრული თანამშრომლობის პირობა. ამასთან, ქართული დელეგაცია, ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა. მხარეებმა ქართულ ციხეში არსებულ პრობლემებზე და საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს.. ადამიანის უფლებათა კომისარი დაინტერესდა თემებით, როგორიცაა უმცირესობების პრობლემები საქართველოში, დაგეგმილი ამნისტია და პოლიტიკური პატიმრების საკითხები. დაიგეგმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი საქართველოში.

epn.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები