მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვეფხვაძე: შესაძლოა შაშკინმა კოპენჰაგენის ეუთოს ფუნდამენტური დოკუმენტი დაარღვია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, თუ დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი დაკავებული პოსტიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლა, ამით მინისტრმა კოპენჰაგენის ეუთოს ფუნდამენტური დოკუმენტი დაარღვია.

როგორც ჟურნალისტებს ვეფხვაძემ განუცხადა, წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში, დემოკრატიულ სამყაროში, პოლიტიკური შეხედულების გამო  ვინმეს სამსახურიდან უშვებდნენ.

მისი განცხადებით, ამ პერიოდში, უწყება გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა იმაზე დაყრდნობით, თუ ვის რა შეუთავსებლობა აქვს, არამედ რა ელით აბიტურიენტებს.        

„არსებობს კოპენჰაგენის ეუთოს ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელიც მმართველ პარტიასა და სახელწმიფო მოხელეს ძალიან მკაფიოდ ყოფს. სახელმწიფო ბიუროკრატიაში ყოფნა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ეს პირი რომელიმე მმართველი პარტიის წევრია. ის მოსაზრება, რომ ბიუროკრატიაში არ შეიძლება მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც  ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს იზიარებენ, ეს კოპენჰაგენის ეუთოს ფუნდამენტური დოკუმენტის პრინციპებს არღვევს', - აცხადებს დეპუტატი.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები