მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვიაჩესლავ ჩირიკბამ და სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები გამართეს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ ტელეკომპანია 'რასია 24' იუწყება. 
მოლაპარაკების შემდეგ ჩირიკბამ და ლავროვმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლავროვის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სხვდასხვა სფეროში აფხაზეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გარღმავების საკითხები. 
'უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება სამ შეთანხმებას - ვაჭრობის, კავშირგაბმულობისა და განათლების სფეროებში', - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, თანამშრომლობის გარღმავება სხვა სფეროებშიც იგეგმება, მათ შორის ისეთ საკითხებში, რომლებიც ადამიანებს შორის კავშირს ხელს შეუწყობს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები