მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვიზის გაცემის ფასები შეიცვალა

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ' საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც ვიზების გაცემის ფასებსაც ეხება.

მათ შორის: კანონის შესაბამისად, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე - 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით - 50 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე - 200 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე - 400 აშშ დოლარი; მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე - 600 აშშ დოლარი; ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით - 50 აშშ დოლარი ეღირება. სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი კი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;

საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება - თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი ეღირება.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოში განსახილველად გადაგზავნა - 5 აშშ დოლარი ეღირება.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები