მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ვიკილიქსი' - ჩეხი დიპლომატები საქართველოში ნატო-ს ჯარების შეყვანას ითხოვდნენ

'ვიკილიქსის' მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ჩეხი დიპლომატები 2008 წლის საომარი კონფლიქტის დროს საქართველოში ნატო-ს ჯარების შეყვანას ითხოვდნენ. ამის შესახებ უცხოური სააგენტოები იუწყებიან.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩეხები მოითხოვდნენ საქართველოში სამშვიდობო ძალები შეეყვანათ. გაერო-ში, ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო მისიის საგანგებო ელჩის, ვერონიკა კუხინოვა-შმიგალოვას ინფორმაციით, ჩეხები მხარს უჭერდნენ სამშვიდობო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნდათ, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მიიღებდნენ.
ანალოგიური პოზიცია ეკავათ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს. მათ გადარწმუნებას, 'ვიკილიქსის' ცნობით, გერმანია ცდილობდა.

'ინტერპრესნიუსი'

შ.კ.

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები