მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'ვისაც შეხება ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემასთან, იცის მისი სისასტიკის შესახებ'

თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის განცხადება

2012 წლის სექტემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამოდენიმე ვიდეო კადრის შესახებ, სადაც ასახული იყო პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. აღნიშნულმა კადრებმა გამოიწვია საზოგადოების სავსებით სამართლიანი ვნებათაღელვა, რასაც მოჰყვა შესაბამისი როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი გადაწყვეტილებები.

ამ გახმაურებული საქმის გამო თანამდებობები დატოვა რამდენიმე პოლიტიკური თანამდებობის პირმა. აღნიშნული ვიდეო მასალის განსაჯაროებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა კოალიცია „ქართული ოცნების' გამარჯვებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ საქმეზე დაკავებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათზე მეტი თანამშრომელი და დაუსწრებლად ბრალი წაეყენა ვლადიმერ ბედუკაძეს.

სამართლებრივად ამ ისტორიის ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ვიდეო მასალის ექსპერტიზა და დადგენა, თუ რომელი კადრი იყო რეალური და რომელი ე.წ. დადგმული, ასევე კანონის სრული სიმკაცრით ყველა მონაწილე პირის დასჯა ბედუკაძის ჩათვლით.

აღნიშნულ ვიდეო მასალის ექსპერტიზა დღემდე არ ჩატარებულა, ხოლო ამ ისტორიის მთავარი მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე არის სასამართლოდან გათავისუფლებული 2000 ლარის გირაოს სანაცვლოდ.

ვლადიმერ ბედუკაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სასჯელაღსრულების სისტემაში. იგი იყო ე.წ. დე-პე-ენ-კა, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა ციხეში ნებისმიერი პატიმრის მიღებასთან და ყველა ადამიანმა, ვისაც კი შეხება ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემასთან, იცის მისი სისასტიკის შესახებ. დღეს უამრავი პატიმარი ადანაშაულებს ბედუკაძეს სასტიკ მოპყრობასა და ღირსების შელახვაში. მიუხედავად ამისა მას აქვს ამბიცია საზოგადოებას ესაუბროს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე.

ვლადიმერ ბედუკაძის გირაოთი გათავისუფლება არის ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალის უტყუარი დადასტურება, ხოლო მისი განცხადებები ცალსახად მიანიშნებს მის მიერ გადაღებულ-დამონტაჟებული ვიდეო მასალის პოლიტიკურ მიზანზე. მისი გათავისუფლება საზოგადოებაში ეჭვს აჩენს, რომ აღნიშნული ვიდეო მასალის დამზადება და გავრცელება შეთანხმებული იყო დღევანდელ ხელისუფლებასთან.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები