მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვიქტორია ნულანდი - რუსეთის არჩევნების შედეგები საქართველოს მიმართ აშშ-ს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ს დამოკიდებულებას ვერ შეცვლის. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამ თემაზე ნულანდმა ისაუბრა კითხვაზე, როგორი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
'საქართველოსთან, მის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით ისევ სრულიად ნათელი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ამას რაიმენაირად შეცვლის', - განაცხადა ნულანდმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს ჩატარდა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 63,75%-ით ვლადიმერ პუტინი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხში უკან დახევას არ აპირებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები