მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვიქტორ იანუკოვიჩი: დნეპროპეტროვსკში მომხდარი ქვეყნის გამოწვევაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დნეპროპეტროვსკის ცენტრში მომხდარ აფეთქებათა სერიას ქვეყნის გამოწვევა უწოდა. ეს განცხადება მან ყირიმში გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

'ჩვენთვის ეს მორიგი გამოწვევაა, გამოწვევაა მთელი ქვეყნისათვის და ჩვენ ვიფიქრებთ, თუ როგორ გავცეთ ამას საკადრისი პასუხი. ვწუხვარ რომ ასე მოხდა', _ განაცხადა პრეზიდენტმა. 
შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკში დღეს ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი, მათ შორის 25 ჰოსპიტალიზებულია.

პირველი აფეთქება გაჩერებაზე მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. ეს აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ამ გაჩერებაზე ტრამვაი გაჩერდა, რომელშიც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი იჯდა. 
ამის შემდეგ 40 წუთში მეორე აფეთქება სარკინიგზო სადგურთან მდგარ ნაგვის ყუთში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ტრამვაისა და ავტომობილების შუშები ჩაამსხვრია. მესამე აფეთქება პარკთან მოხდა. მეოთხე აფეთქება კი იმავე რაიონში კარლ მარქსის პროსპექტზე ოპერის თეატრთან გაჩერებაზე გაისმა.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები