მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვიღაცამ ბიძინას ბუდეს გადაუფრინა

ექსპერტმა ოლიგარქების მართვა-მოწველის საკითხებში, გია ხუხაშვილმა  ბიძინა ივანიშვილისგან ისევ იხეირა. მის ბედზე გააჩერა პატრულმა  ავტომანქანა, რომელშიც რუსი ოლიგარქი იჯდა.  

„პირადად მე, ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ და ამ შემთხვევაში, საკმაოდ კატეგორიულიც ვიქნები, მსგავს ვითარებაში მანქანიდან არასოდეს გადმოვიდეს' - ასე კატეგორიულად  მოითხოვა ხუხაშვილმა ივანიშვილისაგან  იჯდეს  ავტომობილში და იქიდან ადევნოს თვალი მოვლენებს.

შეგახსენებთ რომ, რამდენიმე დღის წინ,  საპატრულო პოლიციამ საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა ავტომობილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იჯდა.  პატრული აშკარად  დაიბნა, როცა იქ ივანიშვილი აღმოაჩინა. ბიძინა ივანიშვილი მანქანიდან განრისხებული გადმოვიდა და პატრულს ხელი დაუქნია  „მოდი, აქ...'. იგი აშკარად შეურაცხყოფილი იყო, რადგან გაბედეს და მისი ავტომობილი გააჩერეს.

ბიძინას მსგავსად, ყოველდღიურად, და  დღეში რამდენჯერმეც, საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში გვაჩერებენ ჩვენ და ჩვენს ნაცნობებსაც. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ჩვენ უფრო მკაცრად მოგვთხოვენ პასუხს...

ხელების შლა და პატრულის თანამშრომლებთან თავხედური საუბარი  ნებისმიერ მოქალაქეს  ძვირი დაუჯდებოდა. ცხადია ჯარიმა, რომელსაც პატრულზე დაუმორჩილებლობის ან პატრულის შეურაცხყოფის შემთხვევაში „გაირტყამდით' ივანიშვილისთვის სასაცილო იქნებოდა.

ივანიშვილი აშკარად ცდილობდა პატრულზე  ზეწოლას: „ვის დავალებას ასრულებთ? რატომ გაგვაჩერეთ?  ვიცი რომ  დავალებაა...'. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაატაროს ექსპერიმენტი და საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში პატრულის თანამშრომელს დამცინავად ჰკითხოს: „ვის დავალებას ასრულებთ?'

დარწმუნებული იყავით, რომ დამატებითი ჯარიმა გარანტირებული გაქვთ. მით უმეტეს, რომ კადრებში ჩანს, პატრულის თანამშრომელი, ბიძინას რამდენჯერმე მოთმინებით უხსნის იმას, თუ რა წესი დაარღვია მისმა მძღოლმა... 

ბიძინას კი ეს ამბავი აშკარად არ მიაჩნია იმ დონის დარღვევად, რომ მისი  უმილიარდერესობა შეაყოვნონ. ბიძინა მიჩვეულია, რომ რაც  არ ეპატიება ხარს, ეპატიება იუპიტერს.. ჰოდა, ახლა, თავმოყვარეობა შელახულ ამ ჭორვილელ იუპიტერს, ხუხაშვილი უფრო აგიჟებს.

ათას ოლიგარქზე გადამხტარი ხუხაშვილი აცხადებს, რომ თურმე პატრულის მიერ ბიძინას ავტომანქანის გაჩერება ტესტი იყო. თურმე, მავანი აკვირდებოდა, როგორ მოიქცეოდა ბიძინა ამ სიტუაციაში. მერე ხუხაშვილი ბიძინას 'ლიკვიდაციის' იმ საოცარ გეგმაზე საუბრობს, ვახო კომახიძემ რომ  საკმაოდ ძვირად  შეასაღა ოლიგარქს.

გახსოვსთ ალბათ, მელექსე ბიძინისტის, ლაშა ნაცვლიშვილის მიერ შეთხზული ამ ბოროტი ზღაპრის მიხედვით, ბიძინა რომელიღაც სოფელში ვიზიტისას უნდა „მოეკლათ'.

მოკლედ, ხუხაშვილი  როლშია  შეჭრილი და ამ ისედაც ათასი ფობიით შეწუხებულ ივანიშვილს კიდევ უფრო მყარად კეტავს გალიაში. „ივანიშვილს ვურჩევ და ამ შემთხვევაში, საკმაოდ კატეგორიულიც ვიქნები, მსგავს ვითარებაში მანქანიდან არასოდეს გადმოვიდესო'...

როგორც ჩანს, სმენია გაიძვერა ხუხაშვილს ადამიანების ტანის, სხეულისა და სულის დამახინჯების „ხელოვნების' შესახებაც... რომელიღაც ქვეყანაში იყო ასეთი ტრადიცია: მეფის გასართობად, ადამიანს მისთვის სპეციალურად დამზადებულ „ყალიბში' ზრდიდნენ, სასაცილო გარეგნობის რომ გამოსულიყო, მერე მეფეს რომ ეცინა და ეხალისა...

ასეა საწყალი „პატარა' ივანიშვილის საქმეც - ზრდიან მას და „აყალიბებენ' ისეთს, როგორიც თავად სურთ, რათა მერე ხუხაშვილისნაირმა მედროვეებმა გამოიყენონ და ბოლოს, როცა საზოგადოება მედროვეების გამოზრდილ „ჯოჯოს' შეიძულებს, სანაგვეზე მოისროლონ.ჯერ გადარიეს ეს კაცი, თბილისიდან ფეხი არსად გაადგა, მოგკლავენო, ახლა ეუბნებიან, მანქანიდან ცხვირი არ გამოყო,  ტესტს გიტარებენო...

ბარემ ჩაკეტეთ ეს საბრალო იმ შუშის სახლში და გყავდეთ ნახევარლიტრიან ქილაში  მომწყვდეული ხვლიკივით. ურბინეთ გარშემო იმ ქილას მერე და..  გვერწმუნეთ, რეიტინგი ექნება ბიძინააას... უტატატააა... 

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები