მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვლადიმერ პუტინი პრემიერის რანგში სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით ბოლოჯერ გამოვა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი დღეს სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოვა .
როგორც რუსული მედია წერს, ის დეპუტატების წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშით წარდგება.
მთავრობის პრესსპიკერ, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი რუსეთის ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრებს.
ეს პრემიერ-მინისტრის რანგში სათათბიროში პუტინის ბოლო გამოსვლა იქნება. 
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 7 მაისს დაუბრუნდება. სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი მისი ინაუგურაცია.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები