მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ვლადიმერ პუტინმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვებს ირონიულად უპასუხა

 

ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა კვლავ ძალაშია და არც სავიზო რეჟიმი გადაიხედება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ დსთ-ს ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი გვაქვს, საქართველო კი ხომ უკვე გავიდა დსთ-დან?'- ასეთი იყო ვლადიმერ პიტინის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საკითხთან დაკავშირებით.

მორიგი შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა მას დაუსვა საქართველოში გასამართ არჩევნებს ეხებოდა, თუმცა პუტინმა ირონიულად აღნიშნა, რომ არც კი იცის როდისაა საქართველოში არჩევნები, ხოლო ის თუ ვინ გახდება პრეზიდენტი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

აქვე პუტინმა შეკითხვითვე უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსული საოკუპაციო ჯარის გაყვანას ეხებოდა და განაცხადა რომ არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიების დეოკუპაციას მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ქართული ჯარი განთავსდეს.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები