მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ზნედაცემული ანგელოზი ტყვიავიდან...

ოქრუაშვილი საქართველოშია. მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა თანაპარტიელმა, ბედის ირონიისა თუ ივანიშვილის წყალობით გადეპუტატებულმა ბესელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტ-დევნილების სიაში შეიყვანა, „ოქრომ' ჯერ გარანტიები მიიღო, შემდეგ კი - ჩამოვიდა... 

ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელია. შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ექს გენერალური პროკურორი... კაცი, რომელიც ჯერ აგრესიით, მასობრივი დაჭერებით ცდილობდა თავის დამკვიდრებას, მოგვიანებით კი, როცა თავად აღმოჩნდა პატიმარი, მაშინვე საბრალო, საცოდავ ჩინოვნიკად იქცა, რომელმაც თქვა ის, რაც უთხრეს, დაწერა ის, რაზეც მიუთითეს და წავიდა... კრუასანების დასაგემოვნებლად...

ცოტა რამ წარსულიდან...

რევოლუციამდე, „ოქრო' ერთი გორელი ბიჭუნა იყო... ჩამოვიდა დედაქალაქში და გახდა ადვოკატი. იცავდა შედარებით მსხვილ კლიენტებს, თუმცა, სახელი „ჯეოსელის' პროცესით გაითქვა. სწორედ მაშინ შენიშნეს პროვინციული აქცენტით მოსაუბრე წითელჰალსტუხიანი და „წვეტიანტუფლებიანი' ახალგაზრდა...

სააკაშვილმა, ოქრუაშვილი გვერდით დაიყენა და ხალხში „გამოიყვანა'. მისგან საჯარო ფიგურა კი „გააკეთა', თუმცა, ოქრუაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მაინც ვერ შედგა. 2003 წლის შემდეგ, ის ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორია, სადაც „ბორდელების' რისხვის მეტსახელი დაიმსახურა, შემდეგ გენ-პროკურორი გახდა და მაშინვე მასობრივი დაჭერები დაიწყო, მოგვიანებით შს მინისტრად გადავიდა და კვიციანი გააქცია კოდორიდან, მერე თავდაცვის მინისტრი იყო და ჯარისკაცებს ეგ სცემდა თუ სცემდა...

სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის განცხადებით, ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობისას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ჯარისკაცებს. სცემდა ოფიცრებს...

მისივე მტკიცებით: „ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტრო გახადა სრუალიად გაუმჭვირვალე', ხოლო დახარჯული ფული არ იყო ჯარის განვითარების შესაბამისი... მოკლედ რომ ვთქვათ, სამინისტროში ფული „ტყდებოდა'...

სავარაუდოდ, სწორედ კორუფციული ვნებები გახდა ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან ეკონომიკაში გადატყორცნის საფუძველი. ძველ მეგობარსა და მოკავშირეს, თავდაპირველად გაგდება არ აკადრეს და დელიკატურად შესთავაზეს, რომ თავდაცვიდან ეკონომიკაში გადასულიყო.

„ოქრო' დათანხმდა, ეკონომიკის მინისტრის სავარძელიც მოირგო, თუმცა, რამდენიმე დღეში საჯაროდ გამოვიდა და განაცხადა რომ მიდის... მერე შექმნა პარტია, იყიდა ოფისი, დამალა გადასახადები და დაიწყო გამოძიებაც...

სამართალდამცველებმა „ოქროს' აღმოუჩინეს ფინანსური დარღვევები, აღიძრა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და ჩვენი გმირი, სოფელ ტყვიავიდან, ციხეში მოხვდა...

რაღა მერე, გახსოვთ ალბათ, „სპორტიულებში' გამოწყობილი ოქრუაშვილი, ნერვიულად რომ ეწეოდა „პაპიროსს' და ჰყვებოდა როგორ დაავალა პატარკაციშვილმა გაევრცელებინა ათასგვარი ჭორი და სისაძაგლე...

„ზნედაცემული ანგელოზი'

იმ ცნობილი კადრების შემდეგ, ოქრუაშვილი საფრანგეთში წავიდა და  ელისეის მინდვრების სიახლოვეს გაატარა ბოლო 5 წელი. დროდადრო თავს მყვირალა განცხადებებით გვახსენებდა. მაგალითად, შარშანწინ, 26 მაისს, „მაესტროს' მეწილე კოტე გოგელიასთან ერთად საქართველოში ჩამოსვლასა და აღლუმის ჩაბარებას აპირებდა. თუმცა, დარჩა კრუასანების საჭმელად...

მანამდე, ბაჩო ახალაიას დაურეკა, „გრეჩიხა' რომ „გრეჩიხობდა' და რუსთაველზე ხალხმრავალ მიტინგებს მართავდა... მაშინ ბადრი პატარკაციშვილსაც გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები. ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს და აყვირეს: მიიიიშაააა, გადადექიიიიიიიიიიიიიიი... აი, სწორედ ამ ცხელ დროში, „ოქრო' ბაჩოს ტელეფონით დაუკავშირდა და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

ოქრუაშვილი: ალო, ხო მიცანი?

ახალაია: კი, გიცანი...

ოქრუაშვილი: მიშას უთხარი, დამნიშნოს პრემიერ მინისტრად და რუსთაველზე შეკრებილ ხალხს დავუშლი...

ახალაია: ხოო, კაი, მარა...

აი, ასეთი მრავლისმთქმელი „ბეგრაუნდი' აქვს ჩვენ „ოქროს', ამჟამად გლდანის ციხეში მოთავსებულს, რომელიც წულუკიან-კრიბაშვილ-ივანიშვილის ინდულგენციას ელოდება.

საინტერესო დეტალი: ზოგიერთ ვიგინდარას, რომელიც წლების წინ, პოლიციელის მიერ ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო ოქრუაშვილის დასჯას მოითხოვდა (ის რობაქიძის მკვლელობის დროს შს მინისტრი იყო), დღეს მასთან კითხვებიც არ აქვს. 

მეტიც, მოკლული ბიჭის მამამ, სოსო რობაქიძემ ღიად თქვა: ოქრუაშვილს ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობასო. პატიების რა გითხრათ, მაგრამ ბუტას დედაც ბევრად ლოიალურია დღეს, ტყვიაველი „ანგელოზის' მიმართ, ვიდრე წლების წინ, როცა მის გასამართლებას რადიკალური მეთოდებით ითხოვდა...

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები