მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე მუქარა გრძელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გურჯაანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლა, დაშინება და მუქარა გრძელდება.

ამის შესახებ განცხადება, ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოებას ვუთხრათ საჯაროდ, რომ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ხელისუფლების გადაბარების პროცესი კი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ასეთ დროს ცალკეული პირების მიერ ასეთი ზეწოლა და მუქარა შეუსაბამოა იმ პრინციპებთან რაც ჩვენ გვსურს რომ იყოს',- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა იმ ადამიანთა სახელები დაასახელა, რომელთაც ემუქრებიან. ესენია არიან: გია მელიქიშვილი, თემურ ბუწაშვილი, ალექსანდრე იმერლიშვილი, გოგიტა და ზურა შავკაციშვილები. ხოლო პიროვნება, რომელიც ტელეფონით ახორციელებს მუქარას არის ჯონი ოსიაშვილი.

„აღნიშნული პირები მზად არიან, აღნიშნული მუქარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის ორგანოებს. მსგავსი მუქარები და ზეწოლები უნდა შეწყდეს და ქვეყანა მშვიდობიან კალაპოტში ჩადგეს',- განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები