მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ზურაბ ხარატიშვილი - არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ , - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა დღეს განაცხადა.
როგორც  ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა,  საარჩევნო უბნები გახსნილია ყველგან, სადაც  წინა არჩევნებზეც იყო. 'ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელიც იმ სიაში, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ გადმოგვცა,  არ იყო. რუსეთში ცოტა სხვა ტექნიკური პრობლემები არსებობს', - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა. 
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათ გაიარონ არა საკონსულო აღრიცხვა, არამედ საკონსულო რეგისტრაცია. 'საკონსულო რეგისტრაციისთვის არ არის საჭირო მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკონსულო რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ ამ არჩევნებისთვის და უცხოეთში მყოფ მოქალაქის სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება', - განაცხადა ხარატიშვილმა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები