მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ზურაბ ხარატიშვილს 2003 წლის რეფერენდუმი ახსოვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს 2003 წლის რეფერენდუმი, როგორც რიგით ამომრჩეველს ახსოვს. 
მისი თქმით, იმ დროს ცესკოში არ მუშაობდა, თუმცა როგორც რიგით ამომრჩეველს კარგად ახსოვს, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა რეფერენდუმი. 
რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესაძლებლობას, ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით კომპენტენტური პასუხის გაცემა იურიდიულ ექსპერტებს შეუძლიათ. 
2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-იდან 150-მდე შემცირდა. 'ნაციონალურ მოძრაობასა' და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის გაფორმებული საარჩევნო შეთანხმება კი, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150-იდან 190-მდე ითვალისწინებს. საკითხმა, ჩატარდა თუ არა რეფერენდუმი 2003 წელს და იყო თუ არა ის კანონიერი, პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
'რეფერენდუმის შესახებ' კანონის თანახმად, 'რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით;  რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით'.  
კითხვაზე, რამდენი დაჯდება ახალი რეფერენდუმის ჩატარება, ხარატიშვილი პასუხობს, რომ დაახლოებით 20 მილიონი ლარი.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები