მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს, საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია მიიღო

 

საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელთა 37 კაციანი დელეგაცია დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ მიიღო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობასა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. 

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის დელეგაცია დღეს, გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. აკადემიის რექტორმა ანდრო ბარნოვმა მსმენელებს სამხედრო განათლების სისტემა გააცნო. შეხვედრაზე, რომელსაც სამეთაურო და საშტაბო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხარეებმა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

თავდაცვის სამინისტროდან ფრანგი მსმენელები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაემგზავრნენ და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ISAF-ის მისიისათვის მოსამზადებელ წვრთნებს დაესწრნენ.

საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი სამხრეთ კავკასიაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური გარემოს გაცნობაა.

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი მსმენელები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიას შეხვდნენ. დელეგაცია საქართველოს პარლამენტსაც სტუმრობდა, სადაც მათ შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს.

საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები