მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის სახელმწიფო მდივანი ერიკ ოურ ტორშაგი დღეს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიის მხარემ შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან. შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და ნორვეგიული მხარეების წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში 2013 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. მხარეებმა კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის უწყების ახალმა ხელმძღვანელობამ ნორვეგიის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის სფეროში დაგეგმილი ახალი ინიციატივები გააცნო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს შემდეგ ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება - სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნება სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი. გასატარებელი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია, შეიარაღებულ ძალებზე ასევე გაძლიერდება სამოქალაქო კონტროლი.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარი გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება, ამაღლდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობისა და ინტეგრაციის პროცესი. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას.

საქართველოს თავდაცვის უწყება ნორვეგიულ მხარესთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ნორვეგია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დახმარებას უწევს ადამიანური რესურსების მართვის, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებში, ასევე სამხედრო განათლების კუთხით.

ნორვეგიის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 31 ოქტომბერს დასრულდება.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები