მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის მაღალჩინოსნების სპეციალური განცხადება

თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის მაღალჩინოსნები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „პრესა.ჯი' ექსკლუზიურად გთავაზობთ. მათ, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, უკვე დატოვეს საქართველო...

''ჩვენს მიერ გამოგზავნილი პირველი წერილის შემდეგ გვინდა უფრო ნათლად გავარკვიოთ საზოგადოება თუ რა მოხდა ბატონი ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ შეიარაღებულ ძალებში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, შეიარაღებული ძალებში იყო მორალური და ფიზიკური დანგრევის და დაშლის საშიშროების წინაშე. სწორედ ამ დროს დაინიშნა თავდაცვის მინისტარად ბაჩო ახალაია, რომელმაც დაიწყო მმართველი გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, დაიყენა გვერდით ღირსეული სამხედროები, როგორებიც არიან: ბატონი გიგი კალანდაძე, ბატონი ზურაბ შამათავა და კიდევ მრავალი სხვა, რომელთა გვარებსაც შეგნებულად არ დავასახელებთ.

დიდი შრომა და უამრავი ღამის გათენება დასჭირდა თითქმის დაშლილი ქართული ჯარის აღდენას, გამართვას და შემდგომში უკვე წინსვლას. 2008 წლამდე ქართულ ჯარში დისციპლინისა და საბრძოლო მომზადების დონე არასდროს ყოფილა იმ მაჩვენებელზე, როგორც განვითარდა 2008 წლის შემდეგ.

ტარდებოდა რეგულარული ფიზიკური მომზადებები, საბრძოლო მომზადებები, რაც მოწმდებოდა სისტემატურად ტესტირებებით და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ტასტირებაში ყველა იღებდა მონაწილეობას, განურჩევლად თანამდებობისა და ნათესაური კავშირებისა. ყველას ერთნაირად მოეთხოვებოდა პასუხი იმ დადგენილი სტანდარტების დარღვევებზე, რაც ასახავს წესდების გადაცდომას.

ერთიანი, ძლიერი, სამართლიანი მმართველი გუნდის შეკვრის შემდეგ, ქართველმა ჯარისკაცმა იგრძნო მეთაურის სიყვარული, პატივისცემა, თანაგრძნობა და გვერდით დგომა ნებისმიერ საკითხში. 

ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თუნდაც ფინანსური დახმარებები გაჭირვებული ოჯახებიდან მყოფი ჯარისკაცებისთვის, იყო რეგულარული ფულადი პრემიები წახალისების მიზნით საუკეთესო სამხედროებისთვის, ბინებით უზრუნველყოფა უსახლკაროებისთვის. მახსენდება: ერთ-ერთ ჩემს თანამებრძოლს დედა ყავდა ძალიან ცუდად და უსახსრობის გამო ოჯახი ვერ უკეთებდა ოპერაციას, რაც გაიგო მეოთხე ბრიგადის მაშინდელმა მეთაურმა ზურაბ შამათავამ და მინისტრთან და ბატონ გიგი კალანდაძესთან ერთად უზრუნველყო 100% დაფინანსება და თანადგომა.

ბატონი მინისტრი პირადად ულოცავდა ყველა ჯარისკაცს დაბადების დღეს წერილით და მოკლევადიან შვებულებას აძლევდა. ასეთი მაგალითი მრავალია და ყველა არ იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი, რადგან მაგ დროს საკუთარი პიროვნების წარმოსაჩენად არ კეთდებოდა საქმე (ანუ ლაპარაკის ნაცვლად საქმე კეთდებოდა).

ამ ხალხის დამსახურებაა სერჟანტთა კორპუსის წარმოჩენა. ადრე სერჟანტები იყვნენ ე.წ. 'პალაჟენიკები' ახლა კი უცხოეთში განათლებამიღებული, კარგად გაწვრთნილი და ფსიქოლოგიურად განმტკიცებული, მაღალი მოტივაციის მქონე სერჟანტები უდგას ქართულ შეიარაღებულ ძალებს ფიზიკური მომზადებისა თუ სწავლებების დროს.

შეუძლებელია ამ ხალხს ამდენი კეთილი საქმე დაუკარგო. ასეთი საქციელი შეიარაღებული ძალების მიმართ უკვე იღებს პოლიტიკურ ხასიათს, რაც გამოიკვეთა მე-4 ქვეით ბრიგადაში მომხდარი ფაქტებით. სამხედრო პოლიციამ მოახდინა მე-4  ბრიგადის იზოლაცია და სამხედრო მოსამსახურეებს აიძულებდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოეწერათ ხელი ისეთ რაღაცეებზე, რაც რელურად არ ყოფილა.

თავდაცვის სამინისტრო არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და არ შეიძლება ამ სამინისტროს შეახო პოლიტიკა. ის ემსახურება საქართველოს და არა ვიღაც პიროვნებებს, პოლიტიკურ პარტიას ან კოალიციას. ეს განცხადებაც არ არის აპოლიტიკური და ნუ მისცემთ პოლიტიკურ ხასიათს.''

მე-4 ბრიგადის 41-ე სერჟანტი ლაშა გოგიტიძე და ცალკეული საბრძოლო ასეულის სერჟანტი ლევან ირემაშვილი.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები