მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. ამის შესახებ თავდაცვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული. 
'დღეს დილიდან რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მასმედიას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არ მიაყენონ ფსიქოლოგიური ტრამვა ჯარისკაცების ნათესავებს და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში', - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები