მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის განცხადების გამო შეშფოთებულია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისადმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 
'საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო. მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა, 'უკანონო' ბრძანებებს არ დაემორჩილონ. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას',-ნათქვამია განცხადებაში. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები