მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თავდაცვის სამინისტრო: ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო შესაძლებლობებს სწავლობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 12 სექტემბერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების „ექსპერტთა ჯგუფმა' საქართველოს საჰაერო შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული განხორციელების' დაწყების მანიშნებელია. ამ შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ვაშინგტონში იანვარში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის „ახალ ფაზაზე' გადაყვანას ისახავს მიზნად.

„არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, უკვე მეორე ეტაპზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების დოქტრინის შემუშავებაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, გაზრდასა და განვითარებას', - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. „მესამე ეტაპზე კი  უშუალოდ დაიწყება  ამერიკელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოქტრინის იმპლემენტაცია'.

თავდაცვის სამინისტრომ ასევე ჩამოთვალა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ექვსპუნქტიანი გეგმის' ძირითადი მიმართულები, მათ შორის „ოპერატიული საჰაერო კონტროლისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში წვრთნა და განათლება; საბრძოლო თავდაცვითი  საინჟინრო წვრთნა და განათლება; მხარდამჭერი ვერტმფრენების მიმართულებით წვრთნა და განათლება; სანაპირო დაცვის კონტროლის სფეროში წვრთნა და განათლება; სერჟანტებისა და უმცროსი ოფიცრების ინსტრუქტორების მომზადება ტაქტიკურ დონეზე; ბრიგადის მმართველობისა და შტაბის წვრთნა და განათლება'.

სამინისტროს განცხადებით, სექტემბერში ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვა საქართველოში ამერიკიდან „თავდაცვით საინჟინრო საკითხებში ქართველი სამხედრო ინჟინრების წვრთნისა და მომზადების მიზნით'.

ივნისის დასაწყისში ბათუმში გამართული სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთობლივი განცხადებაგამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა ქვეყანამ განიხილეს „ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად'.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები