მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'თავისუფალი საქართველო' აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს დაფინანსებას აპროტესტებს

'თავისუფალი საქართველო' ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს დაფინანსებას აპროტესტებს. როგორც 'ინტერპრესნიუსს' პარტიიდან აცნობეს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს თანამშრომელთათვის მასების მართვის პროგრამის სასწავლო კურსის დაფინანსება შემაშფოთებელია. 
პარტიის პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანიძის განცხადებით, პროგრამის მიზანი იყო, რომ შსს-ს თანამშრომლებს მასების მართვის ტექნიკის დაგეგმვა და დემონსტრაციებისას რეაგირება შეესწავლათ. 
როგორც ომანიძე აცხადებს, ქართული და საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისგან ძალადობის, არაპროპორციული ძალის გამოყენების და ადამიანთა უფლებების შელახვის მოწმე არაერთხელ გამხდარა. 
პარტია 'თავისუფალი საქართველო' შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საკუთარ ხალხზე მოძალადე სახელმწიფო სტრუქტურა დაფინანსებას იღებს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან და მეგობარი ქვეყნისგან. აშშ-ის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამერიკა ზრუნავს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. ამ ფონზე, გაუგებარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება', - აცხადებს ომანიძე.
'თავისუფალი საქართველო' ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, თუკი მათი მიზანი ნამდვილად არის საქართველოში დემოკრატიის განვითარება, გაემიჯნონ 'მოძალადე ხელისუფლებას' და მსგავსი პროექტების დაფინანსება შეწყვიტონ.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები