მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'თავისუფალი საქართველო': ნაციონალი მგლების ხროვა ზემოთ ეშელონებში ფატრავენ და გლეჯენ საქართველოს

 

კახა კუკავას პარტია კახეთის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი სიბაშვილს პასუხობს. აღნიშნული წერილის შინაარსს 'ჯეონიუსი' უცვლელად გთავაზობთ.

'კომპეტენტურ' და 'მაღალკვალიფიციურ' კახეთის კლანური მმართველობის მეფეს გიორგი სიბაშვილს ვუპასუხებდით იმით, რომ ახლახან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ახალი ტექნიკა კახელი გლეხებისთვის მიუწვდომელია. ცენტრმა კახეთის სოფლებში (შალაური, კისისხევი, აკურა, გამარჯვება, ჯაფარიძე, წითელწყარო, ჭანდარი, ვეჯინი, ბაკურციხე, ანაგა, ვაქირი და მაღარო) 400 ადამიანი გამოკითხა. კითხვაზე ხელმისაწვდომია თუ არა პრეზიდენტის ნაჩუქარი ტექნიკა. გამოკითხულთაგან 298 ადამიანი მიიჩნევს, რომ კახეთში ტექნიკა მიუწვდომელია.

კანონის დაცვით გაყიდა დილიჩის მიწებიო - ბრძანებს გუბერნატორის მოადგილე. სწორედ თქვენი კანონების გამო დაკარგეს გლეხებმა მიწები და ულუკმაპუროდ დარჩნენ. სხვთაშორის დილიჩის მიწების გაყიდვით არცერთი თეთრი არ შემოსულა დედოფლისწყაროს ბიუჯეტში. საქართველოს კანონმდებლობაზე რომ ლაპარაკობთ, გეკითხებით, რა საწესდებო კაპიტალი აქვთ ებრაელებს, ინდოელებს და სხვებს საქართველოში ამისტანა, რაც უმიწოდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ გლეხობას წაადგება? რაც შეეხება დამუშავებული ჰექტრების სწორად წაკითხვას, მინდა მოგახსენოთ, რომ დედოფლისწყაროს თვითმმართველობის ადგილობრივი გაზეთი'შირაქი' 2011 წლის 14 ივლისის ნომერში წერს რომ შირაქის ველების სოლიდური ნაწილი წელს დაუმუშავებელი დარჩა.'გამგეობის გაზეთი წერს: ,'იყო დრო როდესაც ხორბალი შირაქის ველების 25000 ჰექტარზე და მეტზე ითესებოდა, ახლა კი, უბრალო გათვლებით, მისი მესამედია დათესილი.... ყველას ავიწყდება რომ მხოლოდ ძლიერი სოფელია ძლიერი ქალაქის და ძლიერი სახელმწიფოს გარანტი.'

თქვენი და თქვენისთანების 'კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური' მართვის შედეგად საქართველოში და უშუალოდ დედოფლისწყაროში ნადგურდება სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და ა.შ. ნაციონალი მგლების ხროვა ზემოთ ეშელონებში ფატრავენ და გლეჯენ საქართველოს. გლეხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ქიზიყელი ხალხის გენში დევს შრომა და ბრძოლა. მათ ოდითგანვე ცალ ხელში მუდამ თოხი ეჭირათ, მეორეში კი იარაღი. გლეხს შრომის სასშუალება თქვენ წაართვით. ნუ გახდით იძულებულს, თორემ მათ რისხვას და აღშფოთებას საზღვარი არ ექნება. თუ არ იცით შეგახსენებთ, როდესაც მთავრობას აღარ შეუძლია ხალხის მართვა, და როდესაც ხალხს ხელისუფლება აღარ მოსწონს - ის მთავრობა უნდა წავიდეს. ეს გახლავთ ისტორიული კანონზომიერება. ამიტომ, მეც გირჩევთ, წადიიით!...

თქვენ რომ ხალხის მართვა აღარ შეგიძლიათ და ხალხსაც, რბილად რომ ვთქვათ აღარ მოსწონხართ, ამის ნათელი მაგალითია წლევანდელი 26 მაისის მოვლენები. საპროტესტო აქცია, რომელიც თქვენ სისხლში ჩაახშეთ, რაზეც თქვენ პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ.. ნუთუ ასე ყველას შუბლზე ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი? თქვენ იმდენად 'მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური ბრძანდებით, რომ ადამიანურ ღირებულებებზე თქვენთან კამათი არ ღირს.

და კიდევ, მინდა გთხოვოთ, ბატონო გიორგი, იქნებ 'თქვენ ამიმაღლოთ კვალიფიკაცია... მაგრამ არა, თქვენში ისე ღრმად არის გამჯდარი ნეპოტიზმი, რომ ასე არ გამოვა. შეგახსენებთ, თქვენ ხომ ასე განთქმული კლანი გაქვთ კახეთში, სადაც აქტიურად ასაქმებტ ახლობლებს და ნათესავებს... და კიდევ, 'მაღალკვალიფიციური' და 'კომპეტენტური' თქვენც გვეყოფით კახელებს, მანდ უსაქმურად რომ გვყავხართ გუბერნიაში,' - ნათქვამია წერილში.

ჯეონიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები