მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თამაზ თამაზაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

შს მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 
თამაზაშვილმა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. მას საპატიმროსთან ახლობლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა  ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

თამაზ თამაზაშვილი სასჯელს 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იხდის. უზენაეს სასამართლოში, საქმის საკასაციო წესით განხილვისას, მხარეების მიერ შეტანილ იქნა საპროცესო შეთანხმება სასჯელზე. უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები