მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძის მფლობელის მმართველობის აუქციონში ამ დროისთვის ერთი ინვესტორი მონაწილეობს

თბილისის სატელეკომუნიკაციო ანძის მფლობელი შპს 'ალფა-კომის' მმართველობის აუქციონში ამ დროისთვის ერთი ინვესტორი მონაწილეობს. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეwww.eauction.ge .
საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეს გადახდილი აქვს მოთხოვნილი ბიჯიც, რომელიც 10 000 ლარს შეადგენს და მართვის მოპოვების ღირებულებად ინვესტორის მიერ დაფიქსირებულია 120 000 ლარი. 
როგორც ცნობილია, შპს 'ალფა-კომი', რომელიც თბილისის ანძის მფლობელია, 4-წლიანი მართვის უფლებით გაიცემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპანია ელექტრონულ აუქციონზე გააქვს. მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული - 2 917 158.59 ლარი. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. აუქციონი დღეს, 17:00 საათზე www.eauction.ge-ზე გაიმართება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები