მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს

თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გაიმართება.  ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.

ამბასადორიალზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები.

ამბასადორიალს სტუმრის სტატუსით დაესწრებიან შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰექტორ ტიმერმანი და ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი რატუ ონოკე კუბუაბულა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩებს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიმართავს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

ღონისძიების პარალელურად გაიმართება ორმხრივი შეხვედრები',- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები