მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისი მთიანი–ყარაბაღის არჩევნებს არ აღიარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თბილისის „ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას' აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ სცნობს მთიან ყარაბაღში 19 ივლისს გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს'.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერება, რათა „მხარეებმა კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას'.

საქართველოს საგარეო უწყებამ ანალოგიური განცხადებები მაშინაც გააკეთა, როდესაც სეპარატისტულმა მთიანმა ყარაბაღმა 2011 წლის სექტემბერში ადგილობრივი, ხოლო 2010 წლის მაისში საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა.

სივილ ჯორჯია 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები