მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისს აშშ-ს კონგრესის დელეგაცია ეწვევა

თბილისს დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' აშშ-ს საელჩოდან აცნობეს. 
საელჩოს ინფორმაციით, დელეგაციის დღის წესრიგშია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 
დელეგაციას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. 
აშშ-ის კონგრესის დელეგაციაში იქნებიან: დევიდ დრაიერი (რესპუბლიკელი, კალიფორნია), დევიდ პრაისი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა), სუზან დევისი (დემოკრატი, კალიფორნია) და ბრედ მილერი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა). დელეგაციის ხელმძღვანელი, წარმომადგენელი დრაიერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 'პარტნიორობა დემოკრატიისათვის' კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო წარმომადგენელი პრაისი - ამავე კომისიის წევრი. 
'პარტნიორობა დემოკრატიისათვის' აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიაა, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს 14 სახელმწიფოსთან, მათ შორის, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ეფექტური, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებას. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები