მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება

2-3 მაისს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება.

როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ,  საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა გაიმართება, რომელსაც  საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე, თორნიკე გორდაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი გახსნიან.

რაც შეეხება 3 მაისს,  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი და  ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარე, მილან ცარბნოხი ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

ამას გარდა, დელეგაციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის  წარმომადგენლებს და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს თემურ აბაშიძეს შეხვდებიან.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები