მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისში „იერუსალიმის კამერატა“ დაუკრავს

საქართველოს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი' ფარგლებში, თბილისს ისრაელის კამერული ორკესტრი „იერუსალიმის კამერატა' ეწვევა  და 20-22 სექტემბერს კონცერტებს გამართავს.

საქართველოში ისრაელის საელჩოში ინფორმაციით, ორკესტრს მისი დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი ავნერ ბირონი უდირიჟორებს. შესრულდება ჰაიდნის, შტრაუსის, რაველისა და რესპიგის კომპოზიციები. 

22 სექტემბერს კი, ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. ამ დღეს მსმენელს ბარდანაშვილის, დვორჟაკის, კახიძის, მალერისა და სტრავინსკის ნაწარმოებების მოსმენის საშუალება ექნება.

„იერუსალიმის კამერატას', რომელიც 1983 წელს ავნერ ბირონმა ჩამოაყალიბა, ისრაელში წამყვან ორკესტრად მიიჩნევენ. 

კამერატა ისრაელსა და მის საზღვრებს გარეთ, ყოველწლიურად 100-ზე მეტ კონცერტს მართავს.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი' 13 სექტემბერს გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები