მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თბილისში IRI-სა და NDI-ს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიდნენ. 

ისინი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. 

როგორც NDI-ს პრეზიდენტმა კენეთ უოლაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების ბედს საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს, საერთაშორისო თანადგომა კი, ორგანიზაციის მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერაში გამოიხატება. 

„ჩვენს ინტერესს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობა და სამართლიანობა წარმოადგენს და არა შედეგი. ეს არჩევნები კონკურენტუნარიანია და ხალხს აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ხალხის არჩევანს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ'-აღნიშნა უოლაკმა. 

IRI-ს დელეგაციის წარმომადგენლის, დევიდ დრაიერის განმარტებით კი, მისი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს ყველა ნაბიჯს, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის იქნება გადაიდგმება. 

„დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხსაც იგივე სურს'-აღნიშნა მან. 

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის დელეგაციები დააკვირდებიან.

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები