მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თეა თუთბერიძე - ოცნებების ნაცვლად დანგრეული ქვეყანა რომ შეგრჩებათ ხელში, მერე უნდა დაგთვალოთ

თეა თუთბერიძე ზურაბ ჟვანიას დაღუპვის თემასთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება. სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე ,,თავისუფლების ინსტიტუტის' წევრი თეა თუთბერიძე წერს: 

,,აჰა, თურმე ჟვანია არ მოუკლავთ. მერე გაირკვევა რომ თურმე არც 10 თვის ბარბარა რაფალიანი მოუკლავთ ნაციონალებს, მერე გაირკვევა რომ თურმე ის ვიდეო რგოლები, რაც მეოცნებეებმა არჩევნებამდე 11 დღით ადრე გამოაგდეს, დადგმული ყოფილა (ხომ თქვეს, რომ კარანტინის დაშლის კადრი დადგმული იყო, ადეიშვილმა დაუკვეთაო, ასევე აღიარეს რომ ცოცხის კადრი დადგმული იყო, ნამდვილი რომელიღა იყო ეგ ვერ გავიგე... მე კი ვიცი ეგ რაც იყო, მაგრამ ეგ სხვა თემაა..), მერე გაირკვევა რომ ბაჩო ახალაიაზე აგორებული შავი პიარი, მხოლოდ მავანთა პოპულისტური განცხადებები და ცილისწამება ყოფილა და კიდევ ბევრი რამე რომ გაირკვევა და ამ ხალხს ოცნებების ნაცვლად დანგრეული ქვეყანა რომ შერჩება ხელში, აი მერე მინდა გამოხვიდეთ და მერე უნდა დაგთვალოთ...!!!!!!

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მეცხრე არხის ეთერში განაცხადა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ და ამ საქმის დეტალებს უახლოეს მომავალში პროკურატურა გაახმაურებს. მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმეზე პროკურატურის წარმოამდგენლებს უკვე ესაუბრა და ჩვენებასაც უახლოეს დღეებში მისცემს. 

'ეს არ იყო მკვლელობა, მე დღეს დამატებით ამ საქმეზე ვერაფერს გეტყვით. მე მომიწევს ამ თემაზე ჩვნების მიცემა, თუმცა დღეს თავს შევიკავებ. ძალიან შორს არ იქნება ის დრო, როდესაც გამოაცხადებენ ამ საქმეს გახსნილად.' 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები