მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თეა წულუკიანი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ წუხს, რომ სანამ ვენეციის კომისია ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა, ამნისტირებული პატიმარი ოჯახებს დაუბრუნდნენ. ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დაამტკიცა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტთან დაკავშირებით, მასზე წულუკიანი შენიშვნებს კომისიის ხელმძღვანელობისგან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდება. 

'იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას ხვალ ვხვდებით და შეხვედრის დასრულებამდე ვერ გეტყვით, დაელოდება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას ქართული მხარე. ჩემი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, გაეცნო თუ არა ვენეციის კომისია რამდენიმე კვირის წინ გადაგზავნილი კანონპროექტის პაკეტს. იმედია, უკვე გაეცნო და მასთან დაკავშირებით ხვალ სავარაუდო შენიშვნებიც ექნებათ, თუნდაც ზეპირი. ამასთან, იმედია ხვალვე გვეტყვიან იმ სავარაუდო თარიღს, როდის გეგმავს კომისია პროექტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებას', - განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს. 
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წუხს, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღებამდე დაამტკიცა. 
ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო „მაესტროსთან' ინტერვიუში საუბრობს.  
„ვწუხვარ, რომ ამნისტიის კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობის, რომლებიც ციხიდან გაათავისუფლეს ამ ამნისტიის შედეგად. რაც შეეხება კანონს სასამართლოების შესახებ, ესეც გადაუდებელი საკითხია, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო, ვიდრე კანონი ამნისტიის შესახებ. თქვენ ახლა კოჰაბიტაციური რეჟიმი გაქვთ და უნდა დაუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ  შეგიძლიათ კოჰაბიტაცია ახალ უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ვიდრე პრეზიდენტის ვადა ამოიწურება', - განაცხადა ბუკიკიომ. 

frontnews.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები