მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თეა წულუკიანი: დროებითი მინისტრი ვარ, დროებით ვარ საქართველოში

მე მაინც ვთვლი, რომ მე ვარ დროებითი მინისტრი. მე მაინც ვთვლი, რომ დროებით ვარ საქართველოში', - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია 'მაესტროს' გადაცემა 'პრეს-პრესში' გააკეთა.

მისივე თქმით, მიზანი, რისთვისაც საფრანგეთიდან საქართველოში ამოვიდა, მიღწეულია. წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოში მოკლე დროით დარჩება და შეასრულებს იმ მიზანს, რომელიც სამინისტროში რამდენიმე რეფორმას ითვალისწინებს.

'ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი მიღწეულია. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ისე დამარცხება, რომ მე არ მგონია, რომ მათ პოლიტიკური მომავალი უმრავლესობაში ჰქონდეთ. ეს მე ძალიან მახარებს. ამისთვის ჩამოვედი მე საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩემი პატარა მიზანი რაც დარჩა, მოკლე დროის განმავლობაში, რაც აქ დავრჩები არის, რომ იმ სამინისტროში, რომელშიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამომიცხადა და ჩამაბარა, რამდენიმე სერიოზული რეფორმა განვახროციელო', - განაცხადა წულუკიანმა. 
თეა წულუკიანი საქართველოში 2010 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა, მანამდე ცხოვრობდა და მუშაობდა საფრანგეთში. იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი.

 'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები