მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თემურ იაკობაშვილი: ამერიკაში ბიძინა ივანიშვილი არავის აინტერესებს

„ყველა ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ადგილობრივი მოთხოვნებია, ამ მოთხოვნების შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიანთი საარჩევნო ხმის უფლება და  არჩევნებში მონაწილეობა ყველამ მიიღოს',- ამის შესახებ განცხადება საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა.

იაკობაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი იქნება 2 ადგილას გახსნილი, ესენია: ნიო იორკი და ვაშინგტონი. საკონსულო კი, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა მოქალაქეებმა არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ.

„ყველაფერი მოხდება კანონის დაცვით, არ ვაპირებთ, შევუზღუდოთ რომელიმე მოქალაქის არჩევანის გაკეთების საშუალება. მესმის, რომ ვინმე შეიძლება 17:00 საათის მერე მოვიდეს ხმის მისაცემად, თუმცა კანონით როგორც არის დადგენლი ჩვენ ისე ვიმუშავებთ და ყველას ექნება შესაძლებლობა ხმა 17:00 საათის შემდეგაც მისცეს',- განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეეხება არალეგალებს ამერიკაში, ელჩის განცხადებით, ისინი არ თანამშრომლობენ საკონსულოსთან, თუმცა თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს მიიღონ რაიმე ინფორმაცია, მათ ყველანაირად დაეხმარებიან. „ისინი არიან ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეები და სრული უფლება აქვთ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა',- განაცხადა იაკობაშვილმა.

რაც შეხეება ოპოზიციურ ძალას „ქართულ ოცნებას' იაკობაშვილი ამ საკითხზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკაში ბიძინა ივანიშვილი არავის აინტერესებს.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები