მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თემურ იაკობაშვილი: აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია

'ამ რეზოლუციით გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი მიღებით აშშ-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია',_ განაცხდა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლიციის კომენტირებისას.

'ეს აშშ-ს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აშშ-ს სენატის მიერ მიღებული ეს ოფიციალური დოკუმენტი, თეთრი სახლის მიერ ადრე ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან ერთად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-სათვის პრინციპული საკითხია', _ აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შშ-ის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი და სენატორი ლინდსი გრაჰამი არიან.

'სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის საზღვრების ხელშეუხებლობას. აშშ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებია. სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წელს საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტისა და პირობის შესასრულებლად, მათ შორის, დააბრუნოს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შესვლა', - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამავე რეზოლუციით, სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებს აკონტროლებენ, უფლება მისცენ იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს სრულად და ღირსეულად დაბრუნდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. აგრეთვე დაუშვან ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიები.

'შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს საქართველოს მთავრობასა და იმ ძალებს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აკონტროლებენ. სენატი მხარს უჭერს ადამიანებს შორის დამატებით, უშუალო კონტაქტებს. სენატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზების პოვნა შეერთებული შტატების უმთავრესი პრიორიტეტია კავკასიის რეგიონში. გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალებს შორის ხანგრძლივი დიალოგით', - ნათქვამია რეზოლუციაში.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები