მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა

საქართველოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ესპანეთთან ქულის მოპოვებას შეძლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა . 
მისი თქმით, ის კმაყოფილია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაშით და იმ თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ აჩვენეს. 'მინდა გულშემატკივრებსაც გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს და ამხნევებდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. რაც შეეხება თამაშს, ჩვენი ფეხბურთელები ერთ მუშტად იყვნენ შეკრულები და თუ ასე გავაგრძელეთ, შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ჩვენი მხრიდან უფრო თავდადება იყო, ვიდრე თამაში, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ნაკრებთან ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ალბათ შედეგსაც მივიღებდით', - განაცხადა თემურ ქეცბაიამ. 
მისივე თქმით, ბოლო წუთებში თავდამსხმელის თავდამსხმელით ჩანაცვლება იმიტომ მოხდა, რომ იმედი არსებობდა,  საქართველოს კვლავ ექნებოდა შანსი გოლის გატანის. 'თამაშის ბედი მთლიანობაში ცვლილებებს არ გადაუწყვეტია. ჯერ შორს ვართ იმ თამაშისგან, რა თამაშიც ქართველ გულშემატკივრებს სურთ', - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ტრავმას, ქეცბაიას თქმით, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სირთულის არის ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გუშინდელ მატჩში მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდა.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები