მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თემურ ჩხეიძემ ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ტოვსტონოგოვის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც სააგენტო 'ინტერფაქსი' იუწყება, მან განცხადება რუსეთის კულტურის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის სახელზე უკვე დაწერა. გადადგომის მიზეზები უცნობია. 
თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ თემურ ჩხეიძეს თავისი გადაწყვეტილების შესახებ მათთვის არაფერი უთქვამს. 'ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ პირადად მისგან არ გვსმენია. მალე შევიკრიბებით ტრადიციულ 'ოჯახურ' წრეში, სადაც ის ამ გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობებს', - განუცხადეს სააგენტოს თეატრის წარმომადგენლებმა. 
როგორც მოსალოდნელია, რუსეთის კულტურის სამინისტრო უახლოესი ორი თვის განმავლობაში თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობას დაასახელებს. თემურ ჩხეიძე დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა.

'ჯი-ეიჩ-ენი'

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები