მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თეო ტლაშაძე მიხეილ ქარელის სამშობლოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს

საქართველოში შესაძლოა შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული და ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლი მიხეილ ქარელიც დაბრუნდეს. ამის შესახებ განცხადება თეო ტლაშაძემ გააკეთა. 

მისივე თქმით, 'თავის დროზე, საქართველოში ყველა დაბრუნდება'. 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქარელი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2007 წლის 2 ნოემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. 

მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ მონაწილეობა, ქრთამის აღება, კანონიერი ბიზნეს-საქმიანობის ხელის შეშლა და მითვისება ედება ბრალად.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მიხეილ ქარელს სხვა პირებთან ერთად პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები