მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თინათინ ხიდაშელი აშშ–ში ვიზიტს განაგრძობს

კოალიცია „ქართული ოცნების'  წევრი, თინათინ ხიდაშელი,  კონგრესმენ ჯიმ მაკდერმოტს შეხვდა და ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული პროცესების წახალისებისათვის მადლობა გადაუხადა.

ხიდაშელის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენელმა ყურადღება საარჩევნო გარემოზე გაამახვილა.

„აუცილებელია მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც საარჩევნო პროცესის სრულფასოვან მონიტორინგსა და სამართლიანი შეფასების და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას შექმნის',- განაცხადა ხიდაშელმა.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმ მოვლენებს, რომელიც თინათინ ხიდაშელისა და კონგრესმენის იანვრის შეხვედრის შემდეგ განვითარდა საქართველოში.

თინათინ ხიდაშელი: „ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამერიკელი კონგრესმენისაგან, რომ  მომავალშიც აშშ-ს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან მოითხოვს პასუხებს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ ძალებს ექმნებათ, ვინაიდან მათი ინტერსი არა რომელიმე ერთ ადამიანის მხარდაჭერა, არამედ ქვეყნის განვითარების და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევის ხელშეწყობაა.

'რესპუბლიკური პარტიის' წევრმა აშშ-ში სხვა შეხვედრებიც გამართა. თინათინ ხიდაშელი სენატორ რიჩარდ ლუგარს, სენატის უმრავლესობის სპიკერ დიკ დურბინის მრჩეველს, აგრეთვე კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა.

'რესპუბლიკური პარტიის' პრესსამსახურის ინფორმაციით, ხიდაშელს კონგრესმენი როჰრაბახერი კონგრესში საქართველოს თემაზე სპეცილური ღონსძიებების დაგეგმვაში დახმარებას დაჰპირდა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები