მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თინათინ ხიდაშელი - სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები კაბალურია

'რესპუბლიკელი' თინათინ ხიდაშელი თბილისის მერს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას სთხოვს.
როგორც თინათინ ხიდაშელმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხელშეკრულების პირობები, რომლის გაფორმებასაც 'თბილისის მიკროავტობუსი' მძღოლებთან გეგმავს, მძიმე და კაბალურია.
თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობებით, მძღოლებს ათი წლის შემდეგ გადაეცემათ სამარშრუტო ტაქსები, რომლებშიც დაახლოებით, 50 ათასი ევრო ექნებათ გადახდილი მაშინ, როდესაც, ამ მიკროავტობუსების ღირებულება 18 ათას ევროს შეადგენს.
ხიდაშელის განცხადებით, მძროლები კომპანიისაგან იჯარით აიღებენ მანქანებს და თვეში 463 ევროს გადაიხდიან.
ამასთან, მძღოლებმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომპანიის ანგარიშზე უნდა შეიტანონ საგარანტიო თანხა, 500 ევრო, რომლის უკან დაბრუნების ალბათობა ნაკლებია.
მძღოლებმა ასევე საკუთარი ხარჯებით უნდა დაფარონ ავტომანქანასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
ახალი, 'ფორდის' მარკის სამარშრუტო ტაქსები თბილისში გუშინ გამოჩნდა. #4 სამარშრუტო ხაზზე 36 ასეთი მიკროავტობუსი მოძრაობს.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები