მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თინა ხიდაშელი: 'მიხეილ სააკაშვილს სენსორები ზოგჯერ სწორედ უმუშავებს'

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ბრძოლის რეჟიმზეა გადასული. სწორედ ამიტომ არ არსებობს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის აუცილებლობა. ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის შეთავაზებაზე კომენტირებისას გააკეთა.
ხიდაშელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერს თანამშრომლობისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც მას ევროპელმა ლიდერებმა კოორდინაციის არ არსებობისკენ მიუთითეს.

ხიდაშელის თქმით შეხვედრა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შედგება. 

'ნაციონალური მოძრაობა' პოლიტიკური ბრძოლის რეჟიმზეა გადასული. სწორედ ამიტომ ახლა შეხვედრის აუცილებლობა არ არსებობს. პრეზიდენტს არ სჭირდება ეს შეხვედრა, მას უბრალოდ ქვეყნის გარეთ მიუთითეს თანამშრომლობის აუცილებლობაზე. მიხეილ სააკაშვილს სენსორები ზოგჯერ სწორედ უმუშავებს და როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ იქ იმ აუდიტორიისთვის ამ განცხადების გაკეთება სწორი გზავნილი იქნებოდა. ასეთი რამ არ ეშლება ხოლმე მიხეილ სააკაშვილს, მას ეშლება როგორ უნდა მოიქცეს. ამიტომ, თუ მისი სიტყვები მოვა კორელაციაში მის მოქმედებებთან, რა თქმა უნდა, მაშინ არ იქნება მასთან ურთიერთობის პრობლემა', - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. მიხეილ საკაშვილმა თანამშრომლობის აუცილებლობაზე პოლონეთში ყოფნისას ისაუბრა.  

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები