მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თომას დე ვაალი: საქართველოში ღრმად იკიდებს ფეხს ფსევდოერთპარტიული სისტემა

 

'საქართველოსა და თურქეთში ღრმად იკიდებს ფეხს ფსევდოერთპარტიული სისტემა; ისინი არსებითად თავისივე წარმატებას ემსხვერპლნენ', - წერს ექსპერტი კავკასიის რეგიონის საკითხებში თომას დე ვაალი „The National Interest'-ში დაბეჭდილ სტატიაში.

„გასული ათწლეულის განმავლობაში თეთრმა პარტიამ თურქეთი შეცვალა. მან ქვეყანა ეკონომიკური წარმატების მაგალითად აქცია და თურქეთის ეკონომიკა მისი ძალისხმევით მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკათა შორის მე-17 ადგილზე მოხვდა. მან მოარჯულა სამხედროები, გაწმინდა სასამართლო სისტემა და უმცირესობებთან კონტაქტის დამყარება შესძლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურქეთის ექსპერტთა უმეტესობამ შვებით ამოისუნთქა, როდესაც გასულ კვირას არჩევნებზე ვერ შესძლო ხმების დიდი უმრავლესობის მოპოვება... საქართველოც სულ მალე ასეთსავე გზის გასაყარზე აღმოჩნდება. წარმატებულმა პარტიამ მოიგო ორი არჩევნები და პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებს. 2012-1013 წელს მას ახალი გამოწვევები ელის, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ისინი კონსტიტუციას ახლა ცვლიან და არა მოგვიანებით. იციან კი მათ სად უნდა შეჩერდნენ, თუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარი წარმატებების გაუქმებას დაიწყებენ?', - წერს ამერიკელი ექსპერტი.


მისივე შეფასებით, საქართველოში პრობლემები უფრო მწვავეა ვიდრე თურქეთში.

„ერთპარტიულ სისტემებს სხვადასხვა სახე და მასშტაბი აქვთ, დაწყებული შედარებით რბილიდან (Washington DC, ბრიტანეთი კოალიციამდე) და დამთავრებული ავტორიტარული და დიქტატორული ფორმებით (თურქმენეთი და სირია). საქართველოს შემთხვევაში შემაშფოთებელია ის, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტს, არამედ ყველა რეგიონულ ხელისუფალს აკონტროლებს. უფრო მეტიც, მას მხარს უჭერს სამი მთავარი სატელევიზიო არხი და სასამართლო სისტემა სუსტია', - აღნიშნულია სტატიაში.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები