მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თორნიკე გორდაძე ბლედის სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე ბლედის სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' მინისტრის აპარატიდან აცნობეს, თორნიკე გორდაძე სლოვენიაში, ქალაქ ბლედში მეშვიდე ყოველწლიურ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმზე 'ევროპა და შეცვლილი მსოფლიო წესრიგი' განიხილება სტრატეგიული თემები, გლობალური ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში თორნიკე გორდაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან, სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ სენჩართან და ევროპარლამენტარ ტანია ფაიონთან. 
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებს და ევროკავშირთან სავიზო და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესის დინამიკას. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, ჩიკაგოს სამიტის შედეგები და საქართველოში წარმატებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი სხვადასხვა სფეროში. საუბარი შეეხო, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების. 
გორდაძე ასევე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ძანიერს. შეხვედრაზე მხარეებმა ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, 1 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს. 
გორდაძემ შეხვედრები გამართა ასევე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ალეხანდრო იარასთან და მეწარმეთა ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ იანეზ პოდობნიკსა და აღმასრულებელ დირექტორ ტომაზ როგელთან.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები