მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თორნიკე გორდაძე ბრიუსელში ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე და მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდნენ. 
როგორც 'ინტერპრესნიუსს' ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. 
ნატო-ს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, რაზეც, მათი თქმით, საქართველოში მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე მეტყველებს. 
შეხვედრაზე საუბარი რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები