მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თორნიკე გორდაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს შეხვდა

2012 წლის 26 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, თორნიკე გორდაძემ შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორთან ბიორნ ლირვალთან.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, ასევე საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, განხორციელებული რეფორმები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები.

mfa.gov.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები