მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თორნიკე გორდაძე - ევროს კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს

ევროკავშირში არის ევროს კრიზისი, მაგრამ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდება და ეს კრიზისი ამ მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ 'ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის' პირველ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ და ეს იყო წარმატება თავად ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის. გორდაძის განცხადებით, 10-15 წელიწადში ევროკავშირი კრიზისს დაძლევს და კვლავ გაფართოვდება. 
'ზოგი ამბობს, რომ გაფართოება ევროს ასუსტებს, რომ გადაწყვეტილების მიღება 6-7 სახელმწიფოში უფრო ადვილია, ვიდრე 27-28-ში, მაგრამ ყოველი გაფართოების დროს ინტეგრაცია ქვეყნებს შორის ღრმავდება და ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ გაფართოება გააძლიერებს როგორც ევროს, ისე ევროკავშირს', - განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინ ომი გადაიტანა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოწყვეტა მის ევროპულ ფუძესთან. 
'იყო მცდელობა, შეჩერებულიყო საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან, ჩვენ ვაცნობიერებთ რომ დემოკრატია სტაბილურობის გარანტიაა და ეს ორი ცნება ერთმანეთის გარეშე არ არსებობს, ჩვენ გვაქვს დეკლარირებული პოლიტიკა ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციისა', - განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 
სასტუმრო 'რედისონში' 'ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის' პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო მედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები