მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თსუ-ს პროფესორები: ტრივიალურმა სისულელემ შექმნა მიუღებელი დღევანდელი სინამდვილე

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ცაგარეიშვილმა სათაურით ''მოხიბლული უმრავლესობა'' ფეისბუქზე ვრცელი წერილი გამოქვეყნა, რომელიც ივანიშვილისა და მისი გუნდის შეფასებას მოიცავს. ''პრესა.ჯი'' გთავაზობთ აღნიშნულ წერილს.

თენგიზ კიკაჩეიშვილი (თსუ პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) 
ვახტანგ ცაგარეიშვილი (თსუ პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი)

''მოხიბლული უმრავლესობა''

''მოხიბლული ანუ ფულით მოხიბლული უმრავლესობა არის ის უმრავლესობა, რომელმაც 2012 წელს 1 ოქტომბერს არჩევნებში აირჩია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება'.

ბიძინა ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონოდა, აღნიშნიშული კოალიცია ვერ შედგებოდა, და რა თქმა უნდა, ვერც ვერავითარ ხმას ვერ მიიღებდა.

ბევრი „მოხიბლული' იტყვის, რომ მას ფული არ აუღია და ეს მართალია. რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ფული არ მიუღია და ვერც მიიღებს, ვინაიდან ცნობილია ფორმულა: „სულელებს ფულს არ აძლევენ, არამედ იყენებენ''! (სულელის მიერ ჩადენილ ქმედებებს ცხადია დამანგრეველი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს და მწარე სიცილის მიზეზიც შეიქნეს, რაზედაც ფრთიან გამოთქმას საღად მოაზროვნე რუსი კაციც კი გამოჰკვეთს: „როდესაც სულელზე ვიცინით, მე ვგრძნობ, რომ მესმის მისი სისულელე, მესმის ის, თუ რატომ არის იგი სულელი' - ჩერნიშევსკი).

მოხიბლული უმრავლესობა ხასიათდება სამი არსებითი მახასიათებელით: 

1)სიცრუის რელიგია;

2)კრიმინალური ლოგიკა;

3)კრიმინალური კულტურა; 


სიცრუის რელიგია

ყოველგვარი რელიგია ეფუძნება გარკვეულ რწმენას. ტერმინი „სიცრუის რელიგია' ეკუთვნის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბენჯამენ დიზრაელს. ეს რელიგია აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილი არიან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სიცრუისა და ჭორის მიმართ. რაც დროთა განმავლობაში მოთხოვნილებად ექცევა, ვინაიდან ჭორი და სიცრუე მათთვის უკვე ჭეშმარიტებად ყალიბდება. ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ისინი თვითონ იგონებენ ჭორს, რათა დაიჯერონ იგი და შემდეგ იმსელონ მასზე. ჩვეულებრივ ასეთი „მორწმუნეები'' გაუაზრებლად, მეტიც, ბოროტად 'იმარჯვებენ' არგუმენტებს, რათა გაამართლონ ჭორი და თუ მას კითხვას დაუსვამენ ამის შესახებ, 'პასუხებს' უმალ, იმავე მომენტში იგონებენ.

ექსპერიმენტი 1.

კითხვა: არის თუ არა ბაჩო ახალაია დამნაშავე?

პასუხი: რა თქმა უნდა არის.
კითხვა: თქვენ თვითონ რა დაგიშავათ?
პასუხი: მე არაფერი.
კითხვა: რაში ადანაშაულებთ?
პასუხი: ციხეში პატიმრებს აწამებდა!
კითხვა: საიდან იცი?
პასუხი: ყველა ამბობს.

აქ არსებობს უფრო „ღრმად მორწმუნეთა' პასუხიც: 'ჩემმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომელმაც ყველაფერი თავისი თვალით ნახა.'
მოტანილი დიალოგი ასპროცენტიანია იმ თვალსაზრისით, რომ ყოველი „მორწმუნე' გამონაკლისის გარეშე ზუსტად ზემომოყვანილ პასუხს გასცემს შეკითხვებს. 

ჩვეულებრივ, როცა სარწმუნოება იდეალურ პრინციპებს ქადაგებს, მაშინ მორწმუნე ცდილობს მიაღწიოს იდეალთან მიახლოებას, მიახლოებას რადგან, იდეალის მიღწევა შეუძლებელია.

სიცრუის რელიგიის შემთხვევაში რელიგიის პრინციპების რეალიზაცია ადვილია.

ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ გავრცელებული ხმა: 'საარჩევნო უბნებში ისეთი კალმები იქნება, რომ მათ მიერ შემოხაზული წრეები დროთა განმავლობაში გაქრება და ჩვენი ხმები დაიკარგება'. ამის გამო „მორწმუნეები' სრულიად სერიოზულად, საკუთარი კალმებით შეიარაღდნენ საარჩევნოდ.

როგორც ხედავთ ტრივიალურმა სისულელემ შექმნა მიუღებელი დღევანდელი სინამდვილე, რადგან იგი ცრურწმენაზე იყო დამყარებული. რწმენას სასწაულების მოხდენა შეუძლია!

ექსპერიმენტი 2

კითხვა: როგორ ხდება, რომ დასავლეთის პრესა და პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების'' მიერ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკას: რეპრესიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შევიწროებას?

პასუხი: დასავლეთის ქვეყნებმა სიმართლე არ იციან. მათ ინფორმაციას სააკაშვილი აწვდის. ბატონი ბიძინა ახლა მათ ნამდვილ ინფორმაციას მიაწვდის და ისინი ყველაფერს შეიტყობენ.

კითხვა: თქვენ მართლა გგონიათ რომ ამერიკამ სინამდვილე არ იცის და ისინი მარტო სააკაშვილის ინფორმაციაზე არიან დამოკიდებული? ამხელა სადაზვერვო და საინფორმაციო სამსახურები ტყუილად ჰყავთ?

ეს კითხვა 'ნაკლებმორწმუნეებს' ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ისინი მას პასუხს არ გასცემენ. მაგრამ „ღრმადმორწმუნეებს' ამ კითხვაზეც აქვთ პასუხი: სააკაშვილი ფულს უხდის ამერიკას. ერთმა ძალიან ახლობელმა მითხრა, რომ 2012 წელს გაზაფხულზე ორი მილიარდი ლარი თუ დოლარი (კარგრდ არ მახსოვს) გადაუხადა მათ. ნეტარ არიან მორწმუნენი!

ასეთია ის რელიგია, რომელის მრევლზეც ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით, არც უნდათ გაიგონ.'

კრიმინალური ლოგიკა

კრიმინალური ლოგიკა ნიშნავს ძირითადად კანონის უგულველყოფას და სიტუაციის განმარტებას მხოლოდ ქურდული გარჩევით. ამ ლოგიკას იყენებს არა მხოლოდ ქურდული სამყარო, არამედ ამ სამყაროსთან კულტურითა და აზროვნებით დამოკიდებული საზოგადოება.
მაგალითად: ,,იუსტიციის მინისტრი თეა წულიკიანი (30 ნოემბერი 2012 წელი) ასე განმარტავს ქ.ზესტაფონის გამგებლის გ.გეწაძის დაპატიმრების ფაქტს: 'პასუხი ყველას ერთნაირად არ მოეთხოვება, პატარა გრეჩიხასა და გამგებელს გეწაძეს, ერთნაირად არ მოეთხოვებათ პასუხი და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. 'თუმცა, მინისტრს არაერთხელ წამოსცდენია სიმართლე - „კანონი ყველას მიმართ ერთნაირად მოქმედებსო'... მაგრამ, როგორც ჩანს წარბაწეული მინისტრი როგორც აწყობს და როგორც უღირს, ისე მოიხმარს კანონის უზენაესობას - შეუძლია უჩინმაჩინის ქუდი ხან სარკასტულ ღიმილს, ხან აზიდულ წარბს ჩამოაფხატოს. მისთვის საკუთარი ტკბობით ახარხარებაა ცხოვრება.

სინამდვილეში კანონი ყველას მიმართ ერთნაირად მოქმედებს ეს 'პატარა გრეჩიხა'' იქნება ეს თუ ქ.ზესტაფონის გამგებელი გ.გეწაძე. თუმცა მინისტრი თეა წულუკიანი „კრიმინალური ანალიზის'' მეთოდით თავის მომხრეებს განუმარტავს თუ რატომ დააპატიმრეს გ.გეწაძე და არ დააპატიმრეს „პატარა გრეჩიხა'. საზოგადოდ, ამას თანამედროვე ცივილიზაციაში შერჩევითი სამართალი ეწოდება. ხოლო იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც, ასეთ გარჩევას აქვს ჭეშმარიტი არგუმენტის ძალა, ეწოდება კრიმინალური ლოგიკისა და კრიმინალური კულტურის საზოგადოება.

„კრიმინალური ანალიზის' მეთოდით მიმდინარეობს საქართველოში 'ქართული ოცნების' მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში თანამდებობების მითვისება. 'ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა. ამიტომ ჩვენ გვეკუთვნის ყველაფერი.' აქ არავითარი აზრი არა აქვს იმის განმარტებას, რომ „ქართულმა ოცნებამ' გაიმარჯვა საპარლამეტო არჩევნებში და არა ადგილობრივ არჩევნებში. ქურდული გარჩევისა ანუ „კრიმინალური ანალიზისათვის' არ არსებობს განსხვავება საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის. 

ზოგისათვის შეიძლება საინტერესო იყოს თეა წულუკიანის ფორმულა: 'ყველა ერთნაირად არ აგებს პასუხს'. რას ნიშნავს მინისტრის ფორმულა ძნელი ასახსნელია. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ქალბატონ თეას გაახსენდა ძველი სვანური სამარათალი, სადაც ალბათ „მახვშს' უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე რომელიმე სხვა სვანს. უფრო საეჭვოა, რომ მართლმადიდებელ მინისტრს გახსენებოდა სახარებიდან „ვისაც მეტი მიეცემა, მას მეტი მოეთხოვება'. 

კრიმინალური კულტურა

როგორც ცნობილია ნგრევის ალტერნატივა არის შენება, ხოლო შენების ალტერნატივა - უფრო მეტი შენება. კრიმინალური კულტურის მატარებელი საზოგადოებისათვის შენების ალტერნატივა არის ნგრევა. გავიხსენოთ ახლადდანიშნულმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გ.ოდიშარიამ, როგორ მოიწვია კულტურის გულშემატკივარი საზოგადოება და როგორ განიხილავდნენ საკითხს „მშვიდობის ხიდი' დაენგრიათ თუ არა. თუმცა საჭიროა აღინიშნოს, რომ ნგრევის ეს იდეა ეკუთვნის „ქართული ოცნების' ლიდერს ბ. ივანიშვილს. 

კარგად სჩანს, რომ ნგრევის ბოლშევიკური კულტურა, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისში ჩაისახა ჩვენში, დღეს აღზევების სტსდიაშია და ბოლშევიკური იდეოლოგიის ბევრი მონაპოვარი დიდ ადგილს იჭერს 'მოხიბლული უმრავლესობის' ღირებულებათა სისტემაში.
ხშირად გვესმის: 'სააკაშვილის ხელისუფლება ბევრ ფულს ხარჯავს ტაშ-ფანდურში. ჩვენ ტაშ-ფანდურში ფულს არ დავხარჯავთ. ჩვენ ამ ფულს ღარიბებს გავუნაწილებთ'. ცხადია, რომ ტაშ-ფანდურში იგულისხმება: პლაჩიდო დომინგო, ბოჩელი, სტინგი, იგლესიასები და სხვ. ამ ყველაფერზე უარის თქმა არის კულტურაზე ანუ ცივილიზაციაზე უარი. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს კულტურაზე იცხოვრებს სიღარიბეში და მხოლოდ სიღარიბეში. რა თქმა უნდა ნამდვილი კულტურული ღონისძიებები ძალიან ძვირია. იაფია, მაგალითად დოლ-გარმონი, კლარნეტი და მასზე შესრულებული სიმღერა „სამტრედია-სამტრედია'. ამას ყველაფერს ემატება ერთი დამახასიათებელი ფაქტი: ახალგაზრდების ერთი ნაწილი უკან დასდევდა პრეზიდენტს კაფეებსა და რესტორნებში და აპროტესტებდა იმას, რომ ამ დაწესებულებებში პრეზიდენტი მიირთმევდა ძვირფას კერძებს. ეს არის 20-ე საუკუნის 20-იანი წლების კომსომოლებისა და შემდეგ ჩინელი ხუნვეიბინების საქციელი. ბოლშევიკები ხშირად იყენებდნენ აღნიშნულ მეთოდს მტრების, 'კულაკების' წინააღმდეგ. გავიხსენოთ ა.ტოლსტოის რომანი „პური', რომელშიც აღწერილია თუ როგორ არ ჭამდა პურს პროლეტარიატის დიდი ბელადი ვ. ი.ლენინი, იმ მიზეზით, რომ მის ხალხს პური არ ჰქონდა. როგორც ვხედავთ ჩვენი 'მოხიბლულები' არსებითად იზიარებენ მარქსიზმ- ლენინიზმის ღირებულებათა სისტემას.

აქვე გვინდა გავიხსენოთ უახლოეს წარსულში ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მოხიბლულთა ლოგიკას: 'მე არ მინდა ამათი აშენებული, მე ნანგრევები მირჩევნია.'მე არ მინდა ზვიადის გათავისუფლებული საქართველო'. განსაკუთრებით გვინდა შევეხოთ დიდაქტიკურ ფორმულას: 'შვილო ზვიად გამსახურდიას არ დაემსგავსო, ჯაბა იოსელიანს დაემსგსვსე!' ამგვარი ფორმულები ემსახურებიან ახალგაზრდების დეგრადაციას და კრიმინალური კულტურის დამკვიდრებას. 

P.S.კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ.(ფსალმუნი 48.20.)''

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები