მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> თურქეთი ივანიშვილის გუნდს ეჭვის თვალით უყურებს

თურქული მხარე ვარაუდობს რომ საქართველოში ახალი მთავრობა თურქეთიდან კაპიტალის შემოდინებას შეზღუდავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო 'რეგნუმი' იუწყება. თურქეთის ანალიტიკურ წრეებში არსებობს შიში, რომ ივანიშვილის გუნდს შეუძლია შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები და შეზღუდოს თურქული პროდუქციისა და კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში - აღნიშნავს სომეხი აღმოსავლეთმცოდნე და ექსპერტი რუბენ საფრასტიანი. მისი თქმით, ეს ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქ ბიზნესმენთა დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვია.

'უკან დაბრუნებისას ბიზნესმენებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ რუსეთ-საქართველოს შესაძლო ურთიერთობის შემთხვევაში, თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას შეუზღუდავს', - აღნიშნა ექსპერტმა.

საფრასტიანის ცნობით, თურქეთის კონსულმა ბათუმში მიცემულ ინტერვიუში
აქცენტი საქართველო-თურქეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის მთავარი ეკონომიკური სავაჭრო პარტნიორია. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქული კაპიტალდაბანდებები დაახლოებით 1 მლრდ დოლარს შეადგენს, ამის გარდა ტერიტორიაზე 28 ათასი თურქული კომპანია და ენერგეტიკის სფეროში 15-16 ერობლივი პროექტი ხორციელდება. 'დიპლომატის სიტყვებით, რომ ვთქვათ საქართველო უბრალოდ ვალდებულია გააგრძელოს ეკონომიკური საქმიანობა თურქეთთან', - დასძინა საფრასტიანმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა რუსეთ-საქართველოს შორის ამჟამად, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი განიხილება. 'თურქული ბიზნეს-წრეები ირწმუნებიან, რომ ეს რუსეთთან კომუნიკაციის საშუალებას და სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს'.

მიუხედავად თურქული მხარის მოსაზრებისა, საფარასტიანი ფიქრობს, რომ ამის არანაირ საფუძველი არ არსებობს და თუ ივანიშვილის რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების გეგმას გავითვალისწინებთ, საქართველო თურქეთის ურთიერთობების გაღრმავება სრულიად რეალურია. 

ივერონი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები